воскресенье, 5 июня 2016 г.

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტი.მივიღე უკუკავშირი, როგორც დადებითი, ასე უარყოფითი. შევაფასე კოლეგების პროექტები მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით. გავითვალისწინე რეკომენდაციები და ჩავასწორე ჩემი პროექტის გეგმა. საბოლოოდ გადავავლე თვალი პორტფოლიოს ,ჩავასწორე და განვაახლე , როგორც დისკზე, ასევე
 ბლოგზე.
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი.კარგად გავიგეთ, თუ როგორია პროექტებით სწავლება .კიდევ ერთხელ  დავხვეწეთ კომპიუტერთან მუშაობა. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ მინდიას  ასეთი კარგი ტრენინგისათვის.

суббота, 4 июня 2016 г.

მერვე დღე

კიდევ ერთხელ დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა. შეუსაბამე რესურსები პროცედურებს. შევქმენი ინტერნეტსაიტების ჩამონათვალი. ბლოგზე გამოვაქვეყნე პორტფოლიო. მოვემზადე პროექტის წარსადგენად.გავინაწილე თეთ რი და შავი პიარის როლი.ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო . მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო და საქმიანი სამუშაოსათვის.

воскресенье, 29 мая 2016 г.

მეშვიდე დღე

დღეს გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას. შევიმუშავე რეკომენდაციები სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. დავხვეწე პროექტის გეგმა.პროექტის გეგმის პროცედურებში გავითვალისწინე მოსწავლეთა საჭიროებები. შევიმუშავე ტექნიკური და პროგრამული რესურსების ჩამონათვალი.ასევე,ინვეტარი მასალები და ბეჭვდითი მასალები. დავხვეწე შეფასების რუბრიკები.
 განვაახლე ინფორმაცია დისკზე.
დღევანდელი ტრენინგი  ჩემთვის საინტერესო და სიახლეების მომცემი იყო. მივიღე რეკომენდაციები თუ როგორ და რანაირად ვიმუშავებ  სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან. ერთხელ კიდევ გავეცანი სეფასების რუბრიკებს ,რასაც სემდგომსი გამოვიყენებ.

суббота, 28 мая 2016 г.

მეექვსე დღე

დღეს გავეცანი ტექნოლოგიების ინტეგრირებას პროექტებით სწავლებისას. დავიწყე შეფასების რუბლიკების შედგენა.ვიმუშავე პროექტის გეგმის დახვეწაზე. პარარელურად გავეცანი ბევრ სიახლეს. 

მეხუთე დღე

გავეცანი საავტორო უფლებებ,რომელთა დაცვით გადმოვწერე სურათები და დავიწყე ციტირებული დოკუმენტის შექმნა. გავეცანი მოცემული მასალის სანდოობას და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებებს.გადავხედე სასწავლო პროცედურებს.სინათლის გამოთიშვის გამო ვერ გამოვაქვეყნე რეფლექსია.

четверг, 12 мая 2016 г.

მესამე დღე

დღეს ვისწავლე სტანდარტების მოძიება და გადმოწერა.მოვარგე ჩემი პროექტის გეგმას.განვაახლე ინფორმაცია დისკზე.მადლობა ტრენერს.

воскресенье, 8 мая 2016 г.

მეორე დღე

დღეს გავეცანი კონკიას პროექტის რესურსებს.ვისწავლე სურათების მოძიება და სამუშაო მაგიდაზე გადმოტანა.ვისწავლე ბროშურის გაკეთება.გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.განვაახლე ინფორმაცია დისკზე.